Vevo — ვიდეო-ჰოსტინგ სერვისი, რომელსაც ფლობს და ამუშავებს Universal Music Group-ის (UMG), Google-ის, Sony Music Entertainment-ისა (SME) და Abu Dhabi Media-ს ერთობლივი საწარმო. გაეშვა 2009 წლის 8 დეკემბერს. Vevo-ს ვიდეოები გაერთიანებულია ვებ-სივრცეში, სარეკლამო შემოსავალს იყოფენ Google და Vevo.
Vevo-ს შემოთავაზებულ მუსიკალურ ვიდეოებს შორისაა სამი უმსხვილესი ხმის ჩამწერი სტუდიიდან ორის პროდუქცია — UMG-სა და SME-ის. გაშვებიდან სულ მალე, თავისი პროდუქცია Vevo-სათვის ლიცენზირებული გახადა EMI-მაც; 2012 წელს ის UMG-ს გადაეცა. თავდაპირველად, Vevo-თვის თავისი კონტენტის ჰოსტინგს გეგმავდა Warner Music Group-იც, თუმცა მან კავშირი მეტოქე MTV Networks-თან დაამყარა.
ისტორია
Vevo-ს კონცეპტი აღწერილი იყო, რომ ის უნდა ყოფილიყო Hulu მუსიკალური ვიდეოებისათვის, მთავარი მიზანი კი მაღალშემოსავლიანი რეკლამების მოზიდვა იყო. საიტის შემოსავლის სხვა წყაროები იყო სავაჭრო მაღაზიები და ბმულები, რომლებიც ნანახი ვიდეოების შეძენის შესაძლებლობას იძლეოდა Amazon MP3-სა და iTunes-ზე. 2008 წლის 20 ნოემბერს, UMG-მ დომენის სახელად Vevo.com მიიღო. საიტზე თავისი კონტენტის დამატების შეთანხმებას 2009 წლის ივნისში მიაღწია SME-მ. 2009 წლის 8 დეკემბერს საიტი გაეშვა და იმავე თვეს, გადაუსწრო MySpace Music-ს და იგი ნომერი პირველი ყველაზე მონახულებადი მუსიკალური საიტი გახდა შეერთებულ შტატებში.
2012 წლის ივნისში, Vevo-მ გაუშვა თავისი სერტიფიცირებული ჯილდოები, რომელიც გადაეცემა შემსრულებელს, რომლის ნამუშევარსაც Vevo-სა და მის პარტნიორ საიტებზე (მათ შორის YouTube) 100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
2012 წლის 26 აპრილს, Vevo გაეშვა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კომპანია MCM Entertainment-ის მიერ. 2012 წლის 14 აგვისტოს, ბრაზილია პირველი ლათინოამერიკული ქვეყანა გახდა, სადაც ვივოს სერვისი გახდა ხელმისაწვდომი. მის გაშვება ლათინური ამერიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იგეგმება. 2012 წლის 15 ნოემბერს ვივო გაეშვა ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. 2013 წლის 3 აპრილს, Vevo ხელმისაწვდომი გახდა ნიდერლანდში, ამავე წლის 17 მაისს კი პოლონეთში. 2013 წლის 29 სექტემბერს Vevo-მ განაახლა საკუთარი აპლიკაცია iOS პლატფორმაზე, რაც სერვისის გერმანიაში შესვლასთან იყო დაკავშირებული. 2014 წლის 30 აპრილს ვივო მექსიკაშიც გაეშვა. On April 30, 2014, Vevo was launched in Mexico.
2013 წლის 12 მარტს ვივომ გაუშვა Vevo TV — რეკლამირების მქონე ინტერნეტ-ტელევიზია, რომელიც 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს. არხი ხელმისაწვდომია მხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა მაუწყებლობის დაწყება სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.
შესწორებული კონტენტი
Vevo-ზე არსებული ვიდეოების ვერსიები, რომლებიც შეიცავს ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა მაგალითად უხამსი სიტყვები, შესაძლებელია შესწორდეს. ეს კი Vevo-ს საშუალებას აძლევს, რომ მისი ქსელი უფრო მიმზიდველი გახდეს ისეთი სარეკლამო პარტნიორებისათვის, როგორიცაა McDonald's-ი. Vevo-ს განცხადებით, მას არ გააჩნია სპეციალური პოლიტიკა ან სიტყვათა სია, რომლებიც აკრძალულია.
↑YouTube Globalization Continues with Four New Languages (Exclusive) - Wired, 25 Aug 2010. "...videos on Vevo.com, a partnership between the major labels and YouTube, only appear in the U.S. and Canada. (Some of those videos appear in those countries on YouTube, according to Vevo; the company promised in January to launch Vevo in more countries before the end of 2010 but has yet to do so.)"