TikTok

TikTok
ავტორი ByteDance
გამოვიდა სექტემბერი, 2016
ბოლო გამოშვება 28.5.4 / 3 მარტი, 2023
ენა 40 ენა
საიტი tiktok.com
douyin.com

TikTok, ჩინეთში აგრეთვე ცნობილი როგორც Douyin — სოციალური ქსელი, ვიდეობის გაზიარების ონლაინ-პლატფორმა, რომელსაც ფლობს ByteDance. გაეშვა 2016 წელს. საიტის აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე, 40 ენაზე. მასზე ქვეყნდება 3 წამიდან 10 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეოები.

2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, აპლიკაცია მსოფლიო მასშტაბით 2 მილიარდზე მეტჯერ არის ჩამოტვირთული. „Morning Consult“-მა იგი 2020 წლის მესამე ყველაზე სწრაფად ზრდად აპლიკაციად დაასახელა, „Zoom"-ის და „Peacock“-ის შემდეგ, Cloudflare-მა კი — 2021 წლის ყველაზე პოპულარულ საიტად.

TikTok კრიტიკის ობიექტიც გახდა სხვადასხვა ისეთი ფსიქოლოგიური ეფექტების გამო, როგორიცაა მიჩვევა, დამოკიდებულება. აგრეთვე, ცენზურის ზომიერებასა და მომხმარებლების კონფიდენციალურობის საკითხებზე. ამჟამად საიტი დაბლოკილია ირანში, ინდოეთში, პაკისტანში, ინდონეზიაში, ბანგლადეშში და ავღანეთში. 2020 წელს, დონალდ ტრამპმა სცადა საიტის დაბლოკვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

TikTok-ის მომხმარებლების 41%-ს შეადგენენ 16-24 წლის ადამიანები, რომელთა 90% საიტს ყოველდღიურად იყენებს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. TikTok – Make Your Day. iTunes Store. ციტირების თარიღი: 3 December 2019
  2. Lin, Pellaeon (22 March 2021). „TikTok vs Douyin: A Security and Privacy Analysis“. Citizen Lab. ციტირების თარიღი: 5 January 2023.
  3. ByteDance's Douyin and Tencent bury hatchet, reach video cooperation pact (April 7, 2023). ციტირების თარიღი: January 27, 2024
  4. Isaac, Mike (8 October 2020). „U.S. Appeals Injunction Against TikTok Ban“. The New York Times. ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 December 2020. ციტირების თარიღი: 12 October 2020.
  5. Kastrenakes, Jacob (1 July 2021). „TikTok is rolling out longer videos to everyone“. The Verge. ციტირების თარიღი: 1 July 2021.
  6. The Fastest Growing Brands of 2020. ციტირების თარიღი: 7 February 2021
  7. TikTok surpasses Google as most popular website of the year, new data suggests. NBC News (22 December 2021). ციტირების თარიღი: 7 January 2022
  8. Navlakha, Meera. (2023-11-15) Which countries have banned TikTok? en. ციტირების თარიღი: 2023-11-20