Mylo Xyloto (/ˈmaɪloʊ ˈzaɪlətoʊ/) — ბრიტანული როკ-ჯგუფ Coldplay-ს მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 24 ოქტომბერს.
შექმნა და ჩაწერა
კრის მარტინმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ჯგუფები უნდა გასცდნენ 33 წლის ასაკს. მოგვიანებით მან განმარტა საკუთარი ფრაზა - „ყოველი ალბომი უნდა იწერებოდეს ისე, თითქოს უკანასკნელია, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაგრძელება“.
ბას გიტარისტ გაი ბერიმენის მიერ ნათქვამი იყო, რომ ჯგუფს უბრალოდ უნდა დაეწყო მუშაობა და თავად იხილავდა, თუ რა შედეგს გამოიღებდა იგი. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში:
„სიმღერების იდეების სიები უკვე გვაქვს. არასოდეს ვჩერდებით, ყოველთვის ვწერთ. სტუდიაში შევდივართ კარგად განსაზღვრული გეგმებით, მაგრამ საბოლოოდ ის შედეგი არ არის, რომელსაც ვგეგმავდით. საოცარია ფიქრი იმაზე, თუ რა გაიჟღერებს სისტემიდან ერთი წლის მანძილზე. ბევრი გამაოგნებელი რამ გვაქვს. დროა, ჩვენი მუსიკა წავიყვანოთ სხვადასხვა მიმართულებით და სხვა სფეროები გამოვიკვლიოთ.“
ალბომის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო უფრო მეტი აკუსტიკური ინსტრუმენტის, მანიპულირებისა და ელექტრონული მუსიკის, ალბომის Viva la Vida or Death and All His Friends სტილის გამოყენება ან არგამოყენება. კრის მარტინი არ აპირებდა სოლო ალბომის გამოცემას, ამიტომ არსებობდა ვარაუდი, რომ ახალი ალბომი მათ დისკოგრაფიაში უკანასკნელი იქნებოდა. კრისმა ეს უარყო. სტუდიაში The Bakery შესვლის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სიმღერები იყო უფრო წინააღმდეგობრივი, ვიდრე მუსიკოსებს წარმოედგინათ. კოლექტივი მუშაობდა ახალ მასალაზე და ტურნეს Viva la Vida Tour დასრულების შემდეგ, 2009 წლის შუა რიცხვებში გადავიდა სხვა შენობაში. კრის მარტინმა მანამდე ალბომის სტილის შესახებ საკუთარი პროგნოზები დასვა და განაცხადა, რომ აქ იქნებოდა ნაკლები ფანფარები და უფრო მეტი მინიმალიზმი. ასევე ითქვა, რომ ახალი ალბომის სათაურის პირველი ასო ალბათ იქნებოდა M.
ჯგუფის ოფიციალურ საიტზე არსებული „ორაკულის“ განყოფილებაში აღნიშნული იქნა, რომ Coldplay უკვე მუშაობდა სტუდიაში შემდეგი ალბომის იდეებზე. მაგრამ ისინი ასევე ისვენებდნენ სამხრეთ ამერიკული ტურნესგან. ცნობილი იყო, რომ პროდიუსერის სახით სტუდიაში დაბრუნდა ბრაიან ინო. ჩაწერა გაგრძელდა 2009 წლის დეკემბერში, სამხრეთ ლონდონში არსებულ ეკლესიაში, სტუდიაში, რომელსაც The Beehive ეწოდება. როდესაც ალბომი ჯერ კიდევ მზადდებოდა, პიროვნებამ ზედმეტსახელით Roadie #42 განაცხადა, რომ ის ჯერ არ იყო დასრულებული, მაგრამ სიმღერები უკვე „კანსა და ძვლებს ფლობდნენ“. იმავე პიროვნების მიერ ითქვა, რომ ჯგუფმა შექმნა „მკვლელი მელოდიები“.
სხვადასხვა საზაფხულო ფესტივალზე გამოჩენის დადასტურების შემდეგ, ჯგუფი პირველად გამოვიდა გერმანიაში, ფესტივალზე Rock im Park. Roadie #42-მა დაწერა „დღეს შესრულდა ახალი მასალის საკმაოდ დიდი ნაწილი - სრული ექვსი სიმღერა - აქედან მხოლოდ ერთი თუ მოუსმენია დამსწრებ მსმენელებს“. საზაფხულო ფესტივალებზე სრულდებოდა: Every Teardrop is a Waterfall, Princess of China, Major Minus, Hurts Like Heaven, Charlie Brown (კომიქსის Peanuts პერსონაჟის სახელი) და Us Against the World.
2011 წლის 9 სექტემბერს ჯგუფმა განაცხადა, რომ დაასრულა ალბომი და გამოაქვეყნა მისი სიმღერების სია.
სინგლის Paradise გამოცემის დღეს კრის მარტინისგან ცნობილი გახდა, რომ სიმღერის Princess of China სტუდიურ ვერსიაში მღერის რიანაც.
სტილი
ცნობილია, რომ Mylo Xyloto არის კონცეპტუალური ალბომი. მარტინის თანახმად, იგი „ეფუძნება რეალურ ისტორიას ბედნიერი დასასრულით“. ტექსტების მხრივ, ალბომზე გავლენა მოახდინეს „ძველმა ამერიკულმა გრაფიტი კულტურამ და თეთრი ვარდის მოძრაობამ“. მარტინის თქმით, ალბომზე გავლენა ასევე მოახდინა ტელეარხის HBO სერიალმა The Wire.
ჯგუფი აცხადებდა, რომ სურდა, შემდეგი ალბომი ყოფილიყო „უფრო მეტად აკუსტიკური“ და „უფრო პირადული“, ვიდრე წინამორბედი, 2008 წლის Viva la Vida or Death and All His Friends. ჩაწერა მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ლონდონში არსებულ ეკლესიაში, სტუდიაში The Beehive და სტუდიაში The Bakery, რომელშიც წინა ალბომი იწერებოდა. პროდიუსერის სახით ჯგუფს ეხმარებოდა ბრაიან ინო.
გამოცემა და პრომოკამპანია
ალბომის, როგორც „ათწლეულის დაბოლოების“ გამოცემა დაგეგმილი იყო 2010 წლის დეკემბერში, მაგრამ გადაიდო 2011 წლამდე. მასზე მუშაობა ჯერ არ იყო დასრულებული, ვინაიდან მანამდე, ალბომზე მუშაობის დროს თავისუფალ შუალედებში ოთხეული მოგზაურობდა ტურნეს Viva la Vida Tour კონცერტებით. კრის მარტინმა და ჯონი ბაკლენდმა განაცხადეს, რომ ალბომი გამოვიდოდა შემდეგ წელს.
2011 წლის ზაფხულის კონცერტებზე ჯგუფი ასრულებდა რამდენიმე სიმღერას მომავალი ალბომიდან - Every Teardrop is a Waterfall, Major Minus, Hurts Like Heaven, Charlie Brown, Us Against the World და Princess of China.
გამოცემის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი 2011 წლის 12 აგვისტოს. მანამდე, თვეების მანძილზე ცნობილი იყო, რომ ალბომი ნამდვილად გამოვიდოდა 2011 წლის შემოდგომაზე.
სინგლები
Every Teardrop is a Waterfall გამოიცა, როგორც პირველი სინგლი ალბომიდან, თუმცა პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს სიმღერა არ იქნებოდა შეტანილი ალბომში.
„Life Is for Living“ (საკონცერტო, გლასტონბერი 2011)
2:30
17.
„Every Teardrop Is a Waterfall“ (საკონცერტო, გლასტონბერი 2011)
4:38
სიმღერების სია ცნობილი გახდა ჯგუფის საიტიდან, 2011 წლის 9 სექტემბერს.
სემპლების ავტორობა
Every Teardrop Is a Waterfall - შეიცავს სიმღერის Ritmo De La Noche ნაწყვეტებს (ალექს კრისტენსენი/ჰარი კასტიონი/ბელა ლაგონდა/ჯეფ უაიკომბი). თავის მხრივ, ამ სიმღერაში გამოყენებულია სიმღერის I Go to Rio ნაწყვეტები (პიტერ ალენი/ედრიან ანდერსონი).