ოფიციალური ლოგო | |
ტიპი | BBC-ის დეპარტამენტი |
---|---|
დარგი | ტელერადიომაუწყებლობა |
სათავო ოფისი | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
მმართველი |
ჯეიმზ ჰარდინგი |
მფლობელი | BBC |
თანამშრომელი | 3,500 (2,000 არის ჟურნალისტი) |
საიტი | ოფიციალური საიტი |
BBC News — BBC-ის მოქმედი ფილიალი, რომელიც პასუხისმგებელია ახალი ამბების და მიმდინარე თავმოყრასა და ტრანსლირებაზე. იგი არის მსოფლიოში ახალი ამბების უდიდესი სამაუწყებლო ორგანიზაცია. მსოფლიოში მუშაობს მისი 50 წარმომადგენლობითი ოფისი და 250 კორესპონდენტი. 2013 წლიდან ორგანიზაციის დირექტორია ჯეიმზ ჰარდინგი.
დეპარტამენტის ყოველწლიური ბიუჯეტი 350 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღემატება. მას სულ 3500 თანამშრომელი ჰყავს, აქედან 2000 ჟურნალისტია. BBC News-ის ეროვნული, მსოფლიო და ონლაინ სიახლეებზე პასუხისმგებელი ოფისები მდებარეობს ცენტრალურ ლონდონში მდებარე დიდ შენობაში, Broadcasting House-ში. საპარლამენტო საქმიანობის გაშუქება მიმდინარეობს ლონდონში, მილბენკში მდებარე სტუდიიდან. BBC English Regions-ის მეშვეობით ორგანიზაცია აგრეთვე მოქმედებს ინგლისში მდებარე ადგილობრივი ცენტრებით. ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიაში და უელსში აგრეთვე მდებარეობს ადგილობრივ სიახლეებზე პასუხისმგებელი ფილიალები.