ყაზახური ვიკიპედია

ვიკიპედიის ნიშანი ყაზახური ვიკიპედია
Қазақша Уикипедия
განყოფილების ლოგო
მისამართი: kk.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: ყაზახური
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2002 წლის 3 ივნისი
სტატიების რაოდენობა: 236 533
გვერდების რაოდენობა: 632 930
რედაქტირებების რაოდენობა: 3 314 371
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 155 903
აქტიური მომხმარებელი: 440
ადმინისტრატორი: 16
სიღრმე: 14.7

ყაზახური ვიკიპედია (ყაზახ. Қазақша Уикипедия) — ვიკიპედიის განყოფილება ყაზახურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაეშვა 2002 წლის 3 ივნისს. სტატიების რაოდენობის ზრდის ტემპი ძალიან მაღალია; კერძოდ სტატიების 7000-იანი ზღვრიდან 10000-მდე მიღწევას სულ რაღაც 1 წელი დასჭირდა. ძირითადად შეიცავს ყაზახური ენციკლოპედიის მასალებს. ყაზახური ვიკიპედიის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი იწერება 3 სხვადასხვა ანბანზე: კირილიცაზე (ყაზახეთი, რუსეთი და უზბეკეთი), ლათინურზე (თურქეთი) და არაბულ დამწერლობაზე (ჩინეთი და ირანი). მასზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ვიკიპედიის რუსული და ინგლისურენოვანი განყოფილებები, რომლებიდანაც ითარგმნება სტატიების უმეტესობა, აგრეთვე გადმოაქვთ თარგები.

2012 წლის მდგომარეობით ყაზახური ვიკიპედია შეიცავს 127 ათას სტატიას. ჰყავს 11 ადმინისტრატორი, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 200-მდეა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო