ოსკარის 88-ე დაჯილდოება | ||||
---|---|---|---|---|
თარიღი | 28 თებერვალი, 2016 | |||
ადგილი | დოლბის თეატრი, ჰოლივუდი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია | |||
მასპინძელი | კრის როკი | |||
პროდიუსერი | დევიდ ჰილი რეჯინალდ ჰადლინი | |||
რეჟისორი | გლენ უეისი | |||
მნიშვნელოვანი ფაქტები | ||||
საუკეთესო სურათი | ყურადღების ცენტრში | |||
ყველაზე მეტი ჯილდო | შეშლილი მაქსი: მძვინვარე გზა (6) | |||
ყველაზე მეტი ნომინაცია | გადარჩენილი (12) | |||
ტელევიზია აშშ-ში | ||||
ტელეარხი | ABC | |||
ხანგრძლივობა | 3 სთ 37 წთ | |||
|
ოსკარის 88-ე დაჯილდოების ცერემონია — საუკეთესო ფილმებისა და კინოხელოვანების რიგით 88-ე დაჯილდოება კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემიით. ცერემონია გაიმართა 2016 წლის 28 თებერვალს დოლბის თეატრში, ჰოლივუდში, ლოს-ანჯელესში და მასში მონაწილეობა მიიღო 2015 წელს გამოსულმა საუკეთესო ფილმებმა. ოსკარის დაჯილდოებას აშშ-ში გადასცემდა ABC. ცერემონიას უკვე მეორედ უმასპინძლა კრის როკმა (პირველად უმასპინძლა 77-ე დაჯილდოებას 2005 წელს).
ცერემონიაზე აკადემიამ გასცა ჯილდოები 24 კატეგორიაში. ყველაზე მეტი, 12 ნომინაცია მიიღო ფილმმა გადარჩენილი, ხოლო ყველაზე მეტი, 6 ჯილდო მოიპოვა ფილმმა შეშლილი მაქსი: მძვინვარე გზა. საუკეთესო ფილმად დასახელდა ყურადღების ცენტრში.