ჩვეულებრივი ღამის ყანჩა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Nycticorax nycticorax (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 106003742 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობის არეალი
წლიური არეალი
მხოლოდ ზამთრობით | |||||||||||||||
|
ჩვეულებრივი ღამის ყანჩა ან ღამის ყანჩა (ლათ. Nycticorax nycticorax) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 60 სმ. შეფერილია უმთავრესად შავად (ლითონისებრი ბზინვარებით), მოთეთროდ და რუხად. გავრცელებულია ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში; გვხვდება საქართველოშიც. ზამთრობით აფრიკაში მიფრინავს. ბინადრობს მდინარეების, ტბორებისა და ტბების ნაპირებთან. ბუდობს კოლონიებად, ჩვეულებრივ ხეებზე. დედალი დებს 4–5 მომწვანო კვერცხს; ინკუბაცია 21–22 დღე-ღამე გრძელდება, კრუხობს ორივე მშობელი. იკვებება თევზით, ბაყაყებით, აგრეთვე მცირე ხერხემლიანი ცხოველებით.