ტაილერ პოუზი | |
---|---|
პოუზი WonderCon-ზე, მარტი, 2013 | |
დაბადების სახელი | ტაილერ გარსია პოუზი |
დაბადების თარიღი |
18 ოქტომბერი, 1991 სანტა-მონიკა, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, მუსიკოსი, პროდიუსერი, რეჟისორი |
აქტიური | 2000–დღემდე |
მშობლები |
მამა: ჯონ პოუზი დედა: სინდი გარსია პოუზი (გარდ.) |
ტაილერ გარსია პოუზი (დ. 18 ოქტომბერი, 1991, სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ) — მსახიობი, მუსიკოსი, პროდიუსერი და რეჟისორი. ყველაზე მეტად ცნობილია MTV-ის ტელესერიალ „თინეიჯერ მგელში“ განსახიერებული სკოტ მაკ-კოლის როლით.
დედამისი იყო სინდი გარსია პოუზი, ხოლო მამა - ჯონ პოუზი. დედა გარდაიცვალა 2014 წელს და „თინეიჯერი მგლის“ მეხუთე სეზონი მის ხსოვნას მიეძღვნა.
სამსახიობო კარიერა ტაილერმა 2000-იანებში დაიწყო. „თინეიჯერ მგელში“, შესრულებული როლის გარდა, იგი აგრეთვე მეხუთე სეზონის თანაპროდიუსერი გახდა.