სრული სახელი |
Club Atlético San Lorenzo de Almagro კლუბ ატლეტიკო სან-ლორენსო დე ალმაგრო | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
Los Santos (წმინდანები) Los Cuervos (ყვავები) | |||
დაარსდა | 1 აპრილი, 1908 | |||
სტადიონი |
ესტადიო პედრო ბიდეგაინი „ელ ნუევო გასომეტრო“ ბუენოს-აირესი, არგენტინა (ტევადობა: 47 964 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი | ორასიო არესეიგორი | |||
მწვრთნელი | რუბენ დარიო ინსუა | |||
ლიგა | არგენტინის პრიმერა დივიზიონი | |||
2022 | მე-6 | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
სან-ლორენსო დე ალმაგრო ან უბრალოდ სან-ლორენსო (ესპ. Club Atlético San Lorenzo de Almagro) — არგენტინული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბუენოს-აირესიდან. ჩამოყალიბდა 1908 წლის პირველ აპრილს. ასპარეზობს არგენტინის პრიმერა დივიზიონში და ითვლება ერთ-ერთ ძლიერ და პოპულარულ გუნდად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში. „ბოკა ხუნიორსთან“, „ინდეპენდიენტესთან“, „რივერ პლეიტთან“ და „რასინგ კლუბთან“ ერთად შედის არგენტინული საფეხბურთო კლუბების დიდ ხუთეულში. არგენტინის თხუთმეტგზის ჩემპიონი და თექვსმეტგზის ვიცე-ჩემპიონი, მერკოსურის თასის (2001), სამხრეთ ამერიკის თასის (2002), ლიბერტადორესის თასისა (2014) და არგენტინის სუპერთასის (2015) მფლობელი.
„სან-ლორენსო დე ალმაგროს“ ისტორია სათავეს 1908 წლის პირველი აპრილიდან იღებს. კლუბის სახელწოდება ერთი მხრივ წმ. ლავრენტის (ესპ. San Lorenzo Mártir) სახელს, ხოლო მეორე მხრივ კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურის ლორენსო მასას (ესპ. Lorenzo Massa) სახელს უკავშირდება. კლუბმა თამაში ბუენოს-აირესის რაიონ ალმაგროში (ესპ. Almagro) დაიწყო, რამაც ასევე ჰპოვა ასახვა კლუბის სახელწოდებაში. არგენტინის პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატების ჩატარების დაწყებიდან (1931) „სან-ლორენსო დე ალმაგრო“ დღემდე არგენტინის საფეხბურთო კლუბების საუკეთესო ხუთეულში შედის — „რივერ პლეიტთან“, „ბოკა ხუნიორსთან“, „რასინგ კლუბთან“ და „ინდეპენდიენტესთან“ ერთად.
1920-იან წლებში, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო პარალელურად ორი საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება: ერთი — არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (A.A.F.), ხოლო მეორე — არგენტინის სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (A.Am.F.) ეგიდით. „სან-ლორენსო დე ალმაგრო“ ამ უკანასკნელის მიერ ორგანიზებული პირველობის ფარგლებში მონაწილეობს, რა დროსაც სამჯერ (1923, 1924, 1927) ქვეყნის ჩემპიონი, ხოლო ორჯერ (1925, 1926) ვიცე-ჩემპიონი ხდება. რაც შეეხება არგენტინის პროფესიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატში გამარჯვებას — კლუბი მას პირველად 1933 წელს აღწევს.
1939–1943 წლებში მის შემადგენლობაში ცნობილი ბასკი თავდამსხმელი ისიდრო ლანგარა (ესპ. Isidro Lángara) გამოდიოდა.
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)
|accessdate=
-ში (დახმარება)