როი ორბისონი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | როი კელტონ ორბისონი |
აგრეთვე ცნობილი როგორც |
The Caruso of Rock The Big O |
დაბ. თარიღი | 23 აპრილი, 1936 |
დაბ. ადგილი | ვერნონი, ტეხასი, აშშ |
გარდ. თარიღი | 6 დეკემბერი, 1988 (52 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰენდერსონვილი, ტენესი, აშშ |
დასაფლავებულია | ვესტვუდის სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1953-1988 |
ლეიბლ(ებ)ი | |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
საიტი | royorbison.com |
როი ორბისონი ვიკისაწყობში |
როი კელტონ ორბისონი (ინგლ. Roy Kelton Orbison; დ. 23 აპრილი, 1936 — გ. 6 დეკემბერი, 1988) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც პოპულარობას მიაღწია მისი განსაკუთრებული ხმის ტემბრისა და რთული მუსიკალური კომპოზიციების წყალობით.
ბავშვობა როი ორბისონმა გაატარა ტეხასის შტატში, სადაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში შეუდგა როკაბილისა და ქანთრი-ენდ-ვესტერნის შესრულებას. მან პირველი კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდია Sun Records-სთან გააფორმა 1956 წელს, მემფისში. 1959 წელს როიმ დატოვა ლეიბლი და გადავიდა Monument Records-ში. 1960-იანი წლების შუა პერიოდში მუსიკალურ ჰიტ-აღლუმ Billboard Top Forty-ში შევიდა მუსიკოსის 22 სინგლი, მათ შორის „Only the Lonely“, Crying“, „In Dreams“ და „Oh, Pretty Woman“.
1960-1964 წლებში მან გამოსცა 8 კომპოზიცია, რომელიც მოხდა ამერიკულ ტოპ-ათეულში. ინგლისშიც მომღერლის შემოქმედება დადებითად მიიღეს და მისმა სამმა სინგლმა („Only The Lonely“, „It's Over“ და „Oh, Pretty Woman“) ბრიტანული ჩარტების რიგებში პირველი ადგილები დაიკავა.
1970-იან წლებში ორბისონის პოპულარობამ იკლო, თუმცა დაიწერა მუსიკოსის სინგლების რამდენიმე ქოვერ-ვერსია. ერთ-ერთი მათგანი შევიდა დევიდ ლინჩის ფილმის საუნდტრეკში. 1980-იან წლებში ორბისონი კვლავ დაუბრუნდა ფართო მუსიკალურ სცენას. 1987 წელს იგი შევიდა სუპერჯგუფის, Traveling Wilburys-ის შემადგენლობაში, სადაც ასევე შედიოდნენ ჯორჯ ჰარისონი, ბობ დილანი, ტომ პეტი და ჯეფ ლინი. ამავე წლებში მან გამოსცა ახალი სოლო ალბომი, რომელიც იქცა ერთ-ერთ კომერციულად წარმატებულად მისი კრიერის განმავლობაში. როი ორბისონი დაიღუპა თავისი დედის სახლში, გულის შეტევის შედეგად 1988 წლის 6 დეკემბერს, 52 წლის ასაკში.
მომღერლის მელოდიური ხმის კომბინაციისა და რთული მუსიკალური არანჟირების წყალობით მისი მუსიკა შეადარეს ოპერას; მან ასევე მიიღო ფსევდონიმი „როკის კარუზო“. ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან ელვის პრესლი, ჯონ ლენონი და მიკ ჯეგერი, განიცადეს მისი გავლენა.
ორბისონი 1987 წელს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ასევე ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში. ჟურნალმა როლინგ სტოუნმა მუსიკოსს თავის სიაში „ყველა დროის უდიდესი შემსრულებელი“ 37-ე ადგილი მიუჩინა, ხოლო სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი“ — 13-ე ადგილი (2008 წელს). 2010 წლის 29 იანვარს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა როი ორბისონის ვარსკვლავი.
|