პეტსი კლაინი

პეტსი კლაინი
დაბადების სახელი ვირჯინია პეტერსონ ჰენსლი
დაბადების თარიღი 8 სექტემბერი, 1932
ვირჯინია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 5 მარტი, 1963 (30 წლის)
კამდენი, ტენესი, აშშ
გარდაცვალების მიზეზი ავიაკატასტროფა
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
პროფესია მომღერალი, კომპოზიტორი, პიანისტი, სიმღერების ავტორი
აქტიური 1955-1963
ჯილდოები

გრემი -

Grammy Lifetime Achievement Award (1995)
საიტი ]

პეტსი კლაინი (ინგლ. Patsy Cline, დაბ.ვირჯინია პეტერსონ ჰენსლი, Virginia Patterson Hensley, 8 ოქტომბერი 1932 — 5 მარტი 1963) — ამერიკელი მომღერალი,. იგი მე -20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვოკალისტად ითვლება.  ქანთრი მუსიკის ერთ-ერთი პირველი შემსრულებელია, რომელიც წარმატებით გადავიდა პოპ მუსიკაზე.

კარიერა

პეტსი კლაინმა სიმღერების ჩაწერა 1955 წელს დაიწყო და პირველი ხუთი წლის განმავლობაში 17 სინგლი გამოუშვა. სიმღერის Walkin' after Midnight (1957),გარდა ძველი ჩანაწერების წარმატება საკმაოდ უმნიშვნელო იყო. ეს აიხსნებოდა იმით, რომ პროდიუსერები დაჟინებით მოითხოვდნენ მისგან ძველმოდური ავტორების სიმღერების შესრულებას.მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მომღერალს არ შეეძლო გავლენა მოეხდინა  შესასრულებელი მასალის შერჩევაზე, მაინც მოახერხა ჩაეწერა  რამდენიმე საინტერესო ნამუშევარი როკაბილის სტილში.

მომღერლის სახლი ვირჯინიაში

1960 წელს კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლაინმა შეიცვალა ლეიბლი და პროდიუსერი. პირველივე სესიაზე ახალ პროდიუსერთან ჩაიწერა მომღერლის უდიდესი ჰიტი I Fall to Pieces, რომელიც მალე ქანთრის ჩარტების სათავეში მოექცა და გახდა  გასული საუკუნის 60-იანი წლების  ქანთრის მუსიკის ე.წ. "ნეშვილის ჟღერადობის" მოდელი. წლებთან ერთად მომღერლის ხმა უფრო ძლიერი და დამაჯერებლური გახდა, ხოლო საკონცერტო გამოსვლები კი-უფრო ემოციური. პეტსი კლაინის კარიერის პიკი იყო 1961 წლის ნოემბერში ვილი ნელსონის მიერ დაწერილი სინგლის Crazy-ს გამოსვლა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც "ნეშვილის ხმის" ეტალონური  ჩანაწერი.

ავიაკატასტროფა

პეტსი კლაინის საფლავი-ვინჩესტერი, ვირჯინია

1961 წლის ივნისში მომღერალი სერიოზულ ავტოავარიაში მოყვა. თავზე  ნაწიბურების გამო იძულებული გახდა, პარიკები ეტარებინა.

1963 წლის 3 მარტს პეტსიმ კანზასის შტატშიკანზას-სიტის ჯარისკაცებისა და მეზღვაურების  მემორიალურ დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გამართა. საღამო ჩატარდა „კაკტუსის“ დისკ-ჟოკეის ჯეკ კოლის  ოჯახის დასახმარებლად, რომელიც ერთი თვით ადრე დაიღუპა ავტოკატასტროფაში.  გაციების მიუხედავად,  მომღერალმა სამი კონცერტი ჩაატარა. 5 მარტს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, უამინდობის გამო  ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც  30 წლის  პეტსი კლაინი იმყოფებოდა.

მომღერლის დაღუპვის შემდეგ მისი დიდება ყოველ ათწლეულში იზრდებოდა. ითვლება, რომ მან ქალებს გაუხსნა  გზა ქანთრის მუსიკისაკენ რომელიც ადრე მხოლოდ „მამაკაცურად“ ითვლებოდა.  კლაინის საუკეთესო ჩანაწერებს ბევრი საერთო აქვს 1960-იანი წლების შუა პერიოდის ამერიკულ სცენასთან, რომელზეც მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. პეტსის სიმღერა "სამი სიგარეტი საფერფლეში" მოხვდა პოპულარულ ვიდეო თამაშში GTA San Andreas.

პირადი ცხოვრება

კლაინი ორჯერ იყო დაქორწინებული.  მისი პირველი ქორწინება  ჯერალდ კლინთან, 1953   წლიდან 1957 წლამდე გაგრძელდა.

მეორედ დაქორწინდა 1957 წლის 15 სექტემბერს ადგილობრივი გაზეთის The Winchester Star- ის ოპერატორ ჩარლი დიკზე, რომელიც საკუთარ კონცერტზე გაიცნო.

მომღერალს ორი შვილი შეეძინა.

ფილმები

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები
  • 1957: Patsy Cline
  • 1961: Patsy Cline Showcase
  • 1962: Sentimentally Yours

სქოლიო

  1. Soslow, Robin. Patsy Cline Museum and the wonderful women of Music City give you more reasons to be crazy[მკვდარი ბმული] over Nashville. My San Antonio.com (May 10, 2018). მიმართვის თარიღი 11 აგვისტო 2019
  2. Cuenca, Melody. 'Rockabilly Heaven' mixes rock, country into legendary music experience (July 23, 2019). მიმართვის თარიღი: 30 ივლისი 2019.
  3. Duke, Alan. Kitty Wells blazed country path for women, CNN (July 18, 2012).
  4. 50 Facts About Patsy Cline. U Discover. მიმართვის თარიღი: 16 აგვისტო 2019.
  5. 10 Things You Didn't Know About Patsy Cline. დაარქივებული 2019-04-12 საიტზე Wayback Machine. Wide Open Country. მიმართვის თარიღი: 16 სექტემბერი 2019.
  6. CBS News (February 18, 2009). "Remembering Patsy Cline" დაარქივებული 2013-10-21 საიტზე Wayback Machine. . Retrieved January 16, 2012.
  7. Larry Jordan. What really happened in the Patsy Cline plane crash. boardhost.com. მიმართვის თარიღი 19 ივნისი 2015.
  8. Knowing of Your Own Death. bard.org. Utah Shakespeare Festival. მიმართვის თარიღი: 26 აპრილი 2012.
  9. Patsy Cline at Countrypolitan.com დაარქივებულია 27 სექტემბერი 2008
  10. "Patsy Cline - Country Music Hall of Fame". Country Music Hall of Fame and Museum. Retrieved August 15, 2019.
  11. Dauphin, Chuck (November 8, 2015). "Charlie Dick, Widower Of Patsy Cline, Dies At 81".[მკვდარი ბმული] billboard.com. Retrieved November 8, 2015.