ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი (შემოკლებით, ევრობასკეტი) — მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი ევროპაში, რომელიც ტარდება „ფიბა ევროპის“ ორგანიზებით. ევრობასკეტი პირველად 1935 წელს ჩატარდა და 1947 წლიდან დაწყებული დღემდე ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
მეორე მსოფლიო ომამდე „ფიბა-ს“ გადაწყვეტილებით ყოველი მომდევნო ტურნირი ტარდებოდა ჩემპიონის ქვეყანაში. ომის შემდეგ ეს წესი შეცვალა და მასპინძელ ქვეყანას წინასწარ ირჩევს „ფიბა“.
ჩემპიონები და პრიზიორები
ქართველები ევრობასკეტზე
სსრ კავშირის არსებობის პერიოდში ქართველი კალათბურთელები თითქმის ყოველთვის იცავდნენ საბჭოთა ნაკრების ღირსებას. ესენი იყვნენ:
- ოთარ ქორქია - 1947 (I ადგილი), 1951 (I), 1953 (I), 1955 (III).
- ნოდარ ჯორჯიკია - 1947 (I).
- გურამ მინაშვილი - 1957 (I), 1959 (I), 1963 (I).
- ვლადიმერ უგრეხელიძე - 1961 (I).
- ზურაბ საკანდელიძე - 1965 (I), 1967 (I), 1969 (I), 1971 (I), 1973 (III).
- ამირან სხიერელი - 1965 (I).
- სერგეი კოვალენკო - 1969 (I), 1973 (III).
- მიხეილ ქორქია - 1971 (I), 1975 (II), 1977 (II).
- ნიკოლოზ დერიუგინი - 1981 (I).
ლიტერატურა
- „სპორტის ენციკლოპედია“, თბილისი, 2006.
- Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“, 1982.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| | | ტურნირები | |
---|
| კვალიფიკაცია | |
---|
| დივიზიონი B | |
---|
| დივიზიონი C | |
---|
|