გეორგ ლუდვიგ ჰოლშტაინ-გოტორპელი

გეორგ ლუდვიგ ჰოლშტაინ-გოტორპელი
დაიბადა 16 მარტი, 1719
გარდაიცვალა 7 სექტემბერი, 1763
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) სოფია შარლოტა სონდენბურგელი
შვილ(ებ)ი ფრედერიკი
ვილჰელმი
პეტერ I, ოლდენბურგის ჰერცოგი
მამა კრისტიან ავგუსტი, ოტინის მთავარი
დედა ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი
რელიგია ლუთერანიზმი

გეორგ ლუდვიგ ჰოშტაინ-გოტორპელი (გერმ. Georg Luwig von Holstein-Gottorf; დ. 16 მარტი, 1719 — გ. 7 სექტემბერი, 1763) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ოტინის მთავარ კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელისა და ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელის ვაჟი. პრუსიის ლეიტენანტ-გენერალი და რუსეთის არმიის ფელდ-მარშალი. მონაწილეობდა შვიდწლიან ომში. 1760 წელს ფრიდრიხ დიდის დავალებით იბრძოდა ტორგაუს ბრძოლაში. 1762 წელს, მისმა ბიძაშვილმა იმპერატორმა პეტრე III-მ ფელდ-მარშლობა უბოძა. 1762 წელს მონაწილეობა მიიღო რუსეთის სახელმწიფო გადატრიალებაში, რა დროსაც ტახტზე მისი მამიდაშვილი ეკატერინე II ავიდა.

ქორწინება და შვილები

1750 წელს ცოლად შეირთო სოფია შარლოტა სონდენბურგელი, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი:

  1. ფრედერიკი (1751-1752), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ვილჰელმი (1753-1772), გარდაიცვალა დაუქორწინებელი;
  3. პეტერ I (1755-1829), ოლდენბურგის ჰერცოგი;

წინაპრები

ლიტერატურა

  • Georg Ludwig, Herzog von Holstein-Gottorp von Ernst Graf zur Lippe-Weißenfeld in: Allgemeine Deutsche Biographie